"მართალია, აგვისტოს ომში არ დავღუპულვარ, მაგრამ მთელი
ჩემი შეგნებული ცხოვრება ქუჩაში ვიდექი და ამის გამო მოვხვდი
აქ"
"მე ვერ შეგპირდებით, რომ ახლავე კომპენსაცია დაგენიშნებათ. ეს არ
არის ჩემი პრეროგატივა. ამისთვის საჭიროა კანონში ცვლილების
განხორციელება. მე კანონს ვერ დავარღვევ. ასევე, ძალიან გთხოვთ ნუ
გვეტყვით იმას, რომ თქვენი დაღუპული შვილების "წყალობით" ვართ ჩვენ.
მართალია, აგვისტოს ომში არ დავღუპულვარ, მაგრამ მთელი ჩემი შეგნებული
ცხოვრება ქუჩაში ვიდექი და ამის გამო მოვხვდი აქ", - ასეთი პასუხი
გასცა დაღუპული ჯარისკაცების დედებს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ
ხიდაშელმა.
ეს "განმარტება" ხიდაშელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთი-ერთი
დაღუპული ჯარისკაცის დედამ ადგილობრივი ხელისუფლება და მთავრობა
უყურადღებობაში დაანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი თანამდებობზე მათი
დაღუპული შვილების წყალობით მოხვდნენ.
ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში თავდაცვის მინისტრთან შეხვედარზე
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების დედები მთავრობის
მისამართით შენიშვნებს ძირითადად, კომპენსაციის გაუცემლობის გამო
გამოთქვმდნენ. მათი განმარტებით, სახელმწიფომ ისინი დაივიწყა.
"მოდის აგვისტო და არავინ გვეკითხება გვშია, გვწყურია, ვარსებოთ თუ
რას ვშვებით. ყურადღებას არავინ გვაქცევს, როცა ჩვენი ბიჭები ქვეყანას
შევწირეთ", - განაცხადეს მინისტრთან შეხვედრის დროს.
დაღუპული ჯარისკაცების დედების საყვედურები მინისტრმა არ გაიზიარა და
განუმარტა, რომ მათთან კომუნიკაცია მთავრობას არასოდეს
გაუწყვეტია.
"ზუსტად იმისთვის, რომ თქვენ მოგისმინოთ და მოგიკითხოთ არა მხოლოდ
აგვისტოში, არამედ სისტემატიურად, ადამიანი დავნიშნე სამინისტროში,
რომელიც ამ ყველაფერს უხელმძღვანელებს, მაგრამ თქვენ თუ არ ისაუბრებთ
მათთან პრობლემებზე, ჩვენ ეს არ დაგვესიზმრება", - აღნიშნა
ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრი, სამხედრო კვირეულის ფარგლებში დღეს დილიდან
ხონის, კოპოტნარის და ქუთაისის მესამე ქვეითი სამხედრო ბაზას ეწვია.
მინისტრი კოპიტანარის ბაზის ინფრასტრუქტურით უკმაყოფილო დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები