იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, მისი მოადგილის
გრიგოლ დალაქიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განმარტება
გააკეთა.
გუბერნატორმა სამხარეო ადმინისტრაციაში არსებული დაპირისპირება
უარყო და განაცხადა, რომ დალაქიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების
საფუძველზე დატოვა.
"არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. პირველად მესმის. მან
საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. ზოგადად,
დალაქიშვილი თავის საქმიანობას თავს ართმევდა. ცვლილებები თუ იქნება,
ამის შესახებაც შეიტყობთ. ვინ შეცვლის, ჯერ არ გვაქვს მოფიქრებული,"-
განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
გრიგოლ დალაქიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება
6 თებერვალს დაწერა. ამავე დღეს, საკუთარი განცხადების საფუძველზე
დატოვა პოსტი ვიცე–მერმა
გიორგი
იობაშვილმაც.
ქუთაისის მერიასა და სამხრეო ადმინისტრაციაში მოსალოდნელ საკადრო
ცვლილებებზე ქუთაისიპოსტი ერთი თვით ადრე
წერდა.
მასალის გამოყენების პირობები