"დავითობასთან" დაკავშირებით გელათის მიმართულებით უფასო
ტრანსპორტი იმუშავებს.
ქუთაისის მერიის ინფრომაციით, მიკროავტობუსები 8 თებერვალს
გელათის სამონასტრო კომპლექსისკენ და პირიქით უფასოდ
გადაადგილდებიან.
ტრანსპორტი ყოველ ნახევარ საათში, დილის 8 საათიდან შუადღის 15
საათამდე იმუშავებს.
გელათის მიმართულებით მიკროავტობუსები ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან,
ე.წ. "კოლონადებიდან" იმოძრავებენ.
მასალის გამოყენების პირობები