ახალი ამბები
„უკვდავი“ ვასილ კიკვიძე - საკითხი, რომელიც 25 წელია ვერ გადაწყდა
FaceBook
ქუთაისში, საბჭოთა რევოლუციონერის ვასილ კიკვიძის ძეგლის აღების საკითხი იმდენივე ხნისაა რამდენიც ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკა.

თუკი დიდი საბჭოთა ბელადების ლენინის, სტალინის ძეგლებს საბჭოეთის ნგრევის შემდეგ იოლად შეელია ქართული საზოგადოება, მათი იდენტიფიცირება არ გაჭირვებია კონკრეტულ ტოტალიტარულ რეჟიმთან, კიკვიძე ყველაზე სიცოცხლისუნარიანი შეიქნა. პერსონაჟი, რომლისგანაც გმირი გამოიგონა საბჭოთა იდეოლოგიამ, დღემდე მისაღებია. კიკვიძის ძეგლს ამ დრომდე ვერ იმეტებს ჩამოსაღებად ქუთაისელი საზოგადოების ნაწილი.

ამ საკითხში სიცხადე ვერც დრომ შეიტანა და ვერც ერთმა ხელისუფლებამ. კიკვიძის ძეგლი უდრტვინველად იკავებს ერთ- ერთ ცენტრალურ ადგილს ქუთაისში, მისივე სახელობის პარკში.

ვასილ კიკვიძის მიმართ საზოგადოება ვერ შეჯერდა ვერც ერთ სტატუსზე ვისთვის კიკვიძე პირსისხლიანი რეჟიმის გამოხატულებაა, ვისთვის, ყალბი პერსონაჟი, ვისთვის უწყინარი ისტორიული პირი, მავანისთვის მეორე მსოფლიო ომის გმირი.

მიუხედავად ამისა25 წლის განმავლობაში კიკვიძის ძეგლის აღების თაობაზე მოთხოვნა რამდენჯერმა გაჟღერდა ქუთაისის მერიაში წერილის შეტანით, თუ ძეგლის წითლად შეღებვის და მასზე წარწერების -"ჩამომიღე!" - დატანის გზით.

მაგრამ ძეგლი "გრენლანდიის პეიზაჟივით"თავის ადგილას დარჩა. იქამდე წლების წინ ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში გაამაგრეს კიდეც.

თუმცა, ამ დღეებში ძეგლის აღების საკითხი ისევ გააქტიურდა. 

გენდერული თანასწორობის საბჭოს მხრიდან მომზადდა რეკომენდიაციათა პაკეტი, რომელშიც ერთ-ერთი საკითხია კიკვიძის ძეგლის აღება.

ამ საკითხს საკრებულოს, კულტურის, ახალგაზრდობის და ძეგლთა დაცვის კომისიამ მხარი დაუჭირა და ეს რეკომენდაციის სახით გაიგზავნა აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

აღსანიშნავია, რომ სხვა რეკომენდაციებთან შედარებით ამ კონკრეტულმა საკითხმა უფრო მიიქცია ყურადღება და უკვე მერანდენედ გააჩინაა დისკუსია ძეგლის აღება-არაღების შესახებ.

არადა ქალაქის ხელისუფლებისთვის თითქოს ყველაფერი ცხადია: ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და ქუთაისის საკრებულოც თანხმება იმ პოზიციაზე რომ:

"ვასილ კიკვიძის ძეგლის არსებობა ეწინააღმდეგება თავისუფალ, დემოკრატიულ პრინციპებს", - ამბობს გიორგი ჭიღვარია

ძეგლის არსებობა ეწინააღმდეგება თავისუფალ ღირებულებებს, რომელზეც ჩვენი საზოგადოება შეთანხმდა ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ", - იგივე აზრს იზიარებს ქუთაისის საკრებულოს გენდერის საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი შენგელია.

მათ კვერს უკრავს ქუთაისის საკრებულო და რაც მთავარია კანონიც "თავისუფლების ქარტია", რომელიც ტოტალიტარულ სიმბოლიკას ერთმნიშვნელოვნად კრძალავს.

"კიკვიძის ძეგლის არსებობა ერთის მხრივ ეწინააღმდეგება იმ ღირებებულებებს, რაზეც ჩვენ შევთანხმდით და მეორეს მხრივ მისი არსებობით ირღვვეა კანონი",- მიაჩნია ირაკლი შენგელიას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც კანონის აღსრულება, ასევე ჩვენი მოქალაქეების აზრი", - ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია.

კიკვიძის ძეგლის გარშემო მოქალაქეები აზრი კი კვლავ მრავალმხრივია.

"მესმის მოსახლეობის აზრთა სხვადასხვაობა, რადგან ეს ძეგლი არ არის მათთვის კონკრეტული პიროვნების პატივისცემა. ეს არის მათი ბავშვობა, ახალგაზრდობა და განვლილი წლების მტკიცებულება. თუმცა, მისი ისტორიული კონტექსტის გააზრებისას, ვფიქრობ, ყველა ერთ აზრზე შევჯერდებით", - მიაჩნია გიორგი ჭიღვარიას.

მოქალაქეების ერთ აზრზე შეჯერება კი სხვა სამუშაოს ჩატარების აუცილებლობას გულისხმობს, იმ ინფორმაციის მიწოდებას, რაც მათ 25 წლის განმავლობაში ვერ მიიღეს, მიაჩნია მოქალაქეთა ერთ ნაწილს. 

"გადაწყვეტილება (ძეგლის აღების შესახებ - რედ.) მოქალაქეების მისაღებია, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ცალკეული ჩართული პირების და თვითმმართველობის ორგანოების მისიაა მათთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება საკითხის ისტორიულ, პოლიტიკურ და ა.შ. კონტექსტზე", - ამბობს ქუთაისელი გია ცაცაშვილი.

ისტორიულმა კონტექტმა შესაძლებელია მავანთათვის გმირი სულ სხვა რაკურსით წარმოაჩინოს.

"კიკვიძე ლენინთან და ორჯონიკესთან შედარებით იყო რუსეთის სოციალისტური რევოლუციის (იგივე სამხედრო გადატრიალების) და შემდგომში წითელი ტერორის დაბალი რანგის წარმომადგენელი. მსოფლიო ცივილურმა თანამეგობრობამ კომუნიზმი სცნო გერმანული ფაშიზმის თანასწორ ბოროტებად და თუ ჩვენ გვინდა ამ თანამეგობრობაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება, კეთილი უნდა ვინებოთ და შევძლოთ ჩვენს უახლოეს კომუნისტურ წარსულს კრიტიკული თვალით შევხედოთ. სამარცხვინოა ძეგლით უკვდავყო ის ღირებულებები, რაც მივაბარეთ წარსულს და რის გამეორებასაც აღარასდროს ვისურვებდით,"- ამბობს ლებერალური კლუბის წარმომაგენელი გოჩა ჩხეტია.

თუმცა, ამ ტიპის ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში საკრებულომ მაინც გადაწყვიტა ძეგლთან დაკავშირებით შეისწავლოს მოქალაქეების აზრი და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. რაც დიდი ალბათობით იგივე იქნება, რაც 20 წლის წინ იყო - ეკლექტური.

ვასილ კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. იყო მემარცხენე ესერი. 1917 წელს აირჩიეს მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის თავმჯდომარედ. 1917-18 წლებში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ბრძოლას უკრაინაში. იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. დაიღუპა 24 წლის ასაკში, 1919 წლის იანვარში..
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.