თითქმის ერთწლიანი იძულებით შესვენების შემდეგ, ქუთაისის ყინულის
მოედანი ფუნქციონირებას დაიწყებს.
მოედანზე ახალი აგრეგატის მონტაჟი მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის ინფორმააციით, მოზარდები ვარჯიშს თებერვლის ბოლოს
შეძლებენ.
ქუთაისის ყინულის მოედანი აგრეგატის
დაზიანების გამო თითქმის ერთი წელი დაკეტილი იყო.
ქუთაისის მერიაში აცხადებდნენ, რომ აგრეგატს ექსპლოატაციის ვადა
გაუვიდა, რომლის ადგილზე შეცვლა ვერ ხერხდებოდა და ის
საზღვარგარეთიდან უნდა ჩამოეტანათ.
ახალი აგრეგატი ქუთაისის მერიამ ტენდერის გზით
შეიძინა. საყინულე დანადგარში ადგილობრვმა თვითმმართველობამ 177
399 ლარი გადაიხადა.
ხელოვნურსაფარიანი საციგურაო მოედანი ქუთაისში 2010 წელს გაიხსნა.
გასულ წელს ყინულზე 360 მოზარდი ვარჯიშობდა.
მასალის გამოყენების პირობები