უამინდობის გამო, „ვიზეარის“ თვითმფრინავი მემინგენიდან ქუთაისში
გამოფრენას ვერ ახერხებს.
ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ერთ-ერთი მგზავრი ცნობით, უკვე რამდენიმე საათია გამოფრენას
ელოდებიან.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ
ბოლო ინფორმაციით, აღნიშნული რეისი ქუთაისის მიმართულებით თბილისის
დროით, 01:07 საათზე უნდა გამოფრინდეს.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციითვე, ძლიერი ყინვის გამო,
მემინგენის აეროპორტში თვითმფრინავების დაჯდომა შეუძლებელია, ამიტომ
რეისები დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით, ფრიდრიხშაფენის
აეროპორტში სრულდება.
1Tv.ge-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში ასევე
განუცხადეს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების (ყინვა, თოვლი,
დაბალი ხილვადობა) გამო, მემინგენის რეისი W66409 ასევე
ფრიდრიხშაფენის აეროპორტში ჩაფრინდა, საქართველოს დროით 22:00
საათზე.
„ვიზეარის“ ინფორმაციით, ელოდებიან ამინდის გაუმჯობესებას, რის
შემდეგაც თვითმფრინავი მემინგენში გადაფრინდება და მგზავრებს ქუთაისში
წამოიყვანენ“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.
მასალის გამოყენების პირობები