"მომავალ თაობებს ომს ნუ ანახებთ"
"მცოცავი ოკუპაცია შეაჩერეთ. ოღონდ კიდევ ნუ მოხდება ასეთი რამ. ჩვენ შვილებს მაინც არაფერი ეშველებათ და მომავალ თაობებს ომს ნუ ანახებთ," - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ლეიტენანტის, შოთა ხურციძის დედამ, ლუიზა ხურციძემ.
მინისტრი ხიდაშელი დაღუპული ჯარისკაცების მშობლებს ქუთაისში, მესამე ქვეით ბრიგადაში შეხვდა და მათგან პრობლემები მოისმინა.
"ომი ყველაზე ადვილი დასაწყებია, მაგრამ ომი რომ არ გვინდა, ამისთვის ბევრ რამეს ვაკეთებთ," - განაცხადა თავდაცვის მინისტმა შეხვედრაზე.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები