ბარი, ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ეინდჰოვენი, ტალინი – ეს ის
ევროპული ქალაქებია, რომელთა მიმართულებითაც ქუთაისის აეროპორტიდან
ფრენები დაიწყება.
ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air 2019 წლის
აგვისტოდან განახორციელებს. .
ახალი მიმართულებების დამატების თაობაზე ინფორმაცია საქართველოს
პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაავრცელა.
"ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქუთაისის აეროპორტიდან 1
აგვისტოდან 6 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება. ამ შეთანხმების
შედეგად, დამატებით მივიღებთ ეკონომიკაში 100 მლნ დოლარის ინვესტიციას
და რამდენიმე ათეულ სამუშაო ადგილს"-აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია ,,ვიზაირი" Wizz
Air საქართველოში 2012 წელს შემოვიდა და ოპერირება ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტიდან ამავე წლის სექტემბრიდან დაიწყო.
ამჟამად, Wizz Air ქუთაისიდან პირდაპირ, რეგულარულ ავიარეისებს
ასრულებს 13 ქვეყნის 21 მიმართულებით.
მასალის გამოყენების პირობები