ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ მისი მოადგილეების
თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე, განმატება გააკეთა.
"რეორგანიზაცია მიმდინარეობს. სიახლეები როცა იქნება საზოგადოებას
აუცილებლად შევატყობინებთ", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოადგილეებმა, იუზა უგულავამ და
გიორგი იობაშვილმა, შესაძლოა, თანამდებობები დატოვონ.
იუზა უგულავა საკრებულოს დღვანდელ სხდომაზე იმყოფებოდა, თუმცა, მას
ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია. სხდომას არ ესწრებოდა
ვიცე–მერი, გიორგი იობაშვილი.
მერის მოადგილეებთან ერთად, საუბარია, რომ პოსტს დატოვებს
იმერეთის გუბერნატორის, შავლეგო ტაბატაძის მოადგილე, გრიგოლ
დალაქიშვილი.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები შიდა დაპირისპირებას
უკავშირდება.
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო,
რომელიც თებერვალში უნდა დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები