ქუთაისში ერთი მაღაზია დააყაჩაღეს, მეორე კი გაქურდეს.
მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტი, 29 იანვარს,
21:00 საათზე მოხდა. მოლარის თქმით, დანით
შეიარაღებული მამაკაცი მაღაზიაში ნიღბით შევარდა და ფული
მოითხოვა. რომლის შემდეგაც, მძარცველმა კასიდან თანხა
ამოიღო და გაიქცა.
რამდენიმე დღის წინ მოხდა მეორე მაღაზიის გაქურდვის ფაქტი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება
179–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები