ახალი ამბები
არ არის გამორიცხული, მე–12 კლასელებისთვის გამოცდები წელსვე გაუქმდეს – მინისტრის განმარტება
FaceBook
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2019 წელს მე–12 კლასში გამოსაშვები გამოცდების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება გადაიხედოს.
2019 წლის მე–12 კლასის მოსწავლეების მთავარ კითხვასა და საყვედურს, თუ რატომ არ მოიხსნა მათი გამოცდებიც მე–11 კლასის მსგავსად წელსვე, მინისტრმა ასე უპასუხა:

„ჩვენ უნდა გავიაროთ კიდევ ბევრი კონსულტაცია, მოსამზადებელია კიდევ ბევრი სამუშაო იგივე საკანონმდებლო დონეზე. ეს რეფორმა რეალურად ძალაში შედის 2020 წლიდან, ამიტომ შეეხო მე–11 კლასს. რაც შეეხება მე–12 კლასს, ეს, რა თქმა უნდა, სამსჯელო საგანია, ექსპერტებთან, იგივე საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. მიზანი ერთადერთი გვაქვს, რომ პირველ რიგში არ დავაზარალოთ რეფორმა, მეორე უკიდურესობა არ უნდა დაგვემართოს. ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, შეიძლება, რეალურად ნეგატიურად აისახოს პროცესზე, ამიტომ მოვახდინეთ წინასწარ სამსჯელოდ ყველა ინფორმაციის გამოტანა.

კონსულტაციები გაგრძელდება ექსპეტებთან და კანონმდებლებთან ბევრი ცვლილება დაგვჭირდება ამ პერიოდისთვის. გადაწყვეტილება პირველ რიგში იქნება არა სისტემის დაზიანებისთვის, არამედ გაჯანსაღებისთვის და თუ რაღაც რისკებთან იქნება დაკავშირებული, ჩვენ თითონ ვაჩვენებთ ამ რისკებს“, – განმარტა მიხეილ ბატიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

როგორც ცნობილია, კითხვები საკითხის შესახებ მინისტრთან საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელსაც აქვს და მასაც აინტერესებს, თუ რატომ შენარჩუნდა წელს ერთჯერადად მე–12 კლასის მოსწავლეებისთვის საატესტატო cat –ის გამოცდები. მარიამ ჯაში ამ თემაზე სასაუბროდ მინისტრთან შეხვედრასაც გეგმავს. აბიტურიენტებს კი საპროტესტო აქციები განათლების სამინისტროსთან აქვთ დაგეგმილი.

edu.aris.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.