ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორდში ოკაცეს კანონიონზე ერთი ადამიანი
დაიღუპა.
ადგილობრივების თქმით, ოკაცეს კანიონში ერთერთი ფირმა სარეაბილიტაციო
სამუშაოებს ასრულებდა. სამუშაო უკვე დასრულებული ჰქონდათ და ერთი მუშა
შეეცადა ჩავარდნილი ფიცრის ამოტანას, ფეხი დაუსრიალდა და 70 მ
სიმაღლიდან ხევში ჩავარდა.
იგი შემთხვევის ადგილიდან ცოცხალი ამოიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა
ვეღარ შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო,
სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს. შემთხვევა რამდნეიმე დღის წინ მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები