ახალი ამბები
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
FaceBook
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

გრიგოლ ივანეიშვილი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საკრებულოს სხდომაზე  25 იანვარს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით,გრიგოლ ივანეიშვილი  უცხოელ ბიზნესმენს წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

სასამართლო დღესვე იმსჯელებს გრიგოლ ივანეიშვილთან ერთად დაკავებული ვაკის გამგებლის მოადგილის, თეიმურაზ ჩოჩუასთვის აღკვეთის ღონისძიებაზე, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს ქრთამის აღებაში დახმარებას უწევდა.


ამავე თემაზე

ბინები, სასტუმროს ნომერი, მიწის ნაკვეთები – რა ქონებას ფლობს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე

რატომ დააკავეს წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე – სუსის განცხადება

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

შენობა, რომლის აუქციონზე გაყიდვას წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე ინვესტორს დაჰპირდა (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.