სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, წყალტუბოს
საკრებულოს თავმჯდომარე სხდომაზე დააკავეს.
გრიგოლ ივანეიშვილს ხელბორკილები ანტიკორუფციული სააგენტოს
წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომაზე დაადეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ,
ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.
სუსში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ და განმარტავენ, რომ
აღნიშნულზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.
მასალის გამოყენების პირობები