იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე იმერეთის მუნიციპალიტეტების
მერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა რეგიონში გასულ წელს განხორციელებულ
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და მუნიციპალიტეტების მერებს 2019
წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა
დაავალა, ხოლო, მშენებელი კომპანიების წარმომადგენლები
სამუშაოების შესრულების ხარისხზე მკაცრი კონტროლის შესახებ
გააფრთხილა.
შავლეგო ტაბატაძის თქმით, გასულ წელს ამ მხრივ პრობლემები იყო და 2019
წელი უკეთესი უნდა იყოს.
"გასულ წელს ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები მშენებლობასთან
დაკავშირებით, მაგრამ თავი შევიკავეთ დაჯარიმებასგან , რომ ეს არ
ჩაგეთვალათ ზეწოლად. ახლა თქვენ გექნებათ ზუსტი წარმოდგენა
იმაზე, თუ რა სამუშაოები იქნება შესასრულებელი, გექნებათ
შესაძლებლობა გაიაზროთ თითოეული პროექტი და გაითვალისწინოთ, რომ
სამუშაოების შესრულების დროსა და ხარისხზე იქნება მკაცრი კონტროლი"-
მიმართა მშენებლებს გუბერნატორმა .
შავლეგო ტაბატაძემ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მერებისგან რაიონებში
მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
მასალის გამოყენების პირობები