ახალი ამბები
"ტუალეტი ვერ გახსნენ" – გოგი წულაია ქალაქის ცენტრში დაკეტილ საზოგადოებრივ საპირფარეშოს აპროტესტებს
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია ქუთაისის ცენტრალურ ბაღში დაკეტილ საპირფაშეროს აპროტესტებს.
"მაშინ,  როცა ქალაქს აქვს პრეტენზია რომ არის ტურისტული ქალაქი და  ცენტრში საზოგადოებრივი საპირფარეშო არის დაკეტილი,  ეს არის წარმოუდგენელი. წლებია ტუალეტი ვერ გახსნენ", – ამბობს გოგი წულაია. 

საპირფარეშოს დაკეტვას აპროტესტებენ ქუთაისში მცხოვრებლებიც. ზურაბ ბანძელაძის თქმით ეს მათ დისკომფორტს უქმნის. "მერე ანტისანიტარია ქალაქში. სად წავიდეს ხალხი, ბავშვები, პენსიონერები. აუცილებლად უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. სირცხვილია ბოლო-ბოლო", - ამბობს ზურაბ ბანძელაძე.
მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები მომავალი კვირიდან გადაიდგმება.

ქუთაისში ოთხი საზოგადოებრივი ტუალეტი, ყოფილი ხელისუფლების დაკვეთით, 2012 წელს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ააშენა. სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში (SPA120001346) გამარჯვებულმა შპს „თელამ“ შეასრულა. 

2012 წლიდან 2015 წლამდე, საზოგადოებრივი ტუალეტები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. ქუთაისის მერიაში განმარტავდნენ, რომ ამ ხნის განმავლობაში მათი ქალაქისთვის გადმოცემის პროცედურები მიმდინარეობდა. 

ოთხივე საზოგადოებრივი საპირფარეშო ქუთაისის მერიამ, დაკანონების შემდეგ, მის დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ „სპეციალურ სერვისებს“ ეტაპობრივად გადასცა. მათზე მეთვალყურეობა სწორედ ამ უწყებას ევალება.

2017 წელს კი, საზოგადოებრივი საპირფარეშოები ქალაქს  გადაეცა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.