ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის
ჩატარებზე მშობლებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს.
ამის შესახებ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, დავით
წიტაიშვილმა ჩვენთან საუბარში გვითხრა. მისი თქმით, ინფორმაციის
დონეზე მშობლებთან აქვთ შეხვედრები, რათა მათ ის რეგულაციები გააცნონ,
რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააწესა.
"გუშინ გვქონდა შეხვედრები ყველა ბაღების დირექტორებთან და
მშობლებთან, რათა აგვეხსნა ის რეალობა, რაც დღეს ჩვენს წინაშეა და
მშობლებიც გვეთანხმებიან, იმაში რომ ბავშვების აცრა აუცილებელია. 37
ბაღიდან ამ ეტაპისთვის 9 760 აღსაზრდელია რეგისტრირებული", - ამბობს
დავით წიტაიშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროს
გადაწყვეტილებით, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო
ხდება. ის სავალდებულოა, ასევე, პირველიდან 19 წლამდე პირებისთვისაც,
რომელთაც გეგმური ვაქცინა არასრულად აქვთ გაკეთებული ან საერთოდ არ
ჩაუტარებიათ.
სამინისტროსვე გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ აცრის სტატუსის მოთხოვნის შემთხვევაში აღმოჩნდება,
რომ კონკრეტულ პირებს წითელას ვაქცინა ჩატარებული არ აქვთ, შესაძლოა,
მათთვის მოსწავლის ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი დადგეს.
აღნიშნული საკითხი განათლებისა და ჯანდაცვის უწყებების მიერ ხვალ
დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს.
საქართველო კვლავ წითელას ეპიდემიის წინაშე დგას, სტატისტიკა მზარდია.
ამ დროისთვის 580 შემთხვევაა რეგისტრირებულია, მათი უმრავლესობა
დაფიქსირებულია თბილისსაა და სამეგრელოში, ასევე იმერეთსა და კახეთში.
ბოლო სამ დღეში ვაქცინაცია
12 000 მოქალაქემ ჩაიტარა.
ამავე თემაზე:
წითელას გახშირებული დიაგნოზი ქუთაისში - რას გვირჩევენ
ექიმები
მასალის გამოყენების პირობები