ხაჭაპურს არამატერიაალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა (ვიდეო)
15:36 / 24.01.2019
"ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში" არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
რას ნიშნავს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელი ნაწილი არის
ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და და გამოხატვის ფორმები,
საშემსრულებლო ხელოვნება, ადათ-წესები, ჩვეულებები, ტექნოლოგიები,
ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, მათთან
დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული
სივრცეები, რომელიც თავის მხრივ კულტურულ იდენტობას ქმნის და ხელს
უწყობს კულტურათა მრავალფეროვნების და ადამიანის შემოქმედების
პატივისცემას.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
განმარტებით, სტატუსის მინიჭების ინიციატორია შპს "გუნდა" და კერძო
პირები ნ. დოლიძე და ლ. ქოქიაშვილი.
"ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათი და
კვებითი რაციონისა და ქართული რიტუალის შემადგენელია. აღნიშნული
ელემენტისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
სტატუსის მინიჭება მისი დაცვის მექანიზმად შეიძლება მოვიაზროთ.
მნიშვნელოვანია ხაჭაპურის საქართველოს მიერ პოპულარიზაცია რათა
გაიზარდოს მისი, როგორც ქართული პროდუქტის ცნობადობა საერთაშორისო
სივრცეში",- ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოს განცხადებაში.
მანამდე ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის
სტატუსი, მისი შემდგომი პოპულარიზაციის და უარყოფითი ზეგავლენის
შეჩერების მიზნით
მიენიჭა.
როგორ მზადდება იმერული ხაჭაპური, ნახეთ ჩვენი ვიდეო:
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები