ქუთაისში, ე.წ.ზასტავას უბანში, ვასილ კიკვიძის ძეგლი, შესაძლოა,
ზვიად გამსახურდიას ძეგლმა ჩაანაცვლოს.
ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე სკვერში, საქართველოს
პირველი პრეზიდენტის ძეგლის განთავსების ინიციატივით, ერთ–ერთმა
ადგილობრივმა, გიგა მელქაძემ ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს უკვე
მიმართა.
როგორც საბჭოს წევრები ამბობენ, გადაწყვეტილება მას შემდეგ უნდა იქნას
მიღებული, რაც საფუძვლიანად მოხდება ადგილობრივთა პოზიციების გაცნობა,
რადგან, შესაძლოა, ამ საკითხზე მოსახლეობას განსხვავებული
შეხედულებები ჰქონდეს.
კიკვიძის ძეგლის აღებას ქუთაისში წლებია
აქტიურად ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია
"ევროპა ჩვენი სახლია". ორგანიზაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ
ვასილ კიკვიძე საბჭოთა ჯალათი იყო და მისი ძეგლი ქალაქში არ უნდა
იდგეს. მათივე თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს
"თავისუფლების ქარტია", რომელიც საბჭოთა სიმბოლიკების აღებას
ითვალისწინებს.
ვასილ კიკვიძის ბიუსტის აღების იდეა ქუთაისის წინა მოწვევის
საკრებულოს დეპუტატსაც ჰქონდა. გია ქობალიანი საბჭოთა გმირად
აღიარებული რევოლუციონერის ბიუსტის ადგილზე შოთა
რუსთაველის ძეგლის დადგმას ითხოვდა.
ვასილ კიკვიძე ქუთაისში დაიბადა. იგი რევოლუციურ მოძრაობაში აქტიური
მონაწილეობისთვის გიმნაზიიდან გარიცხეს. მონაწილეობდა I მსოფლიო
ომში. რევოლუციური მოღვაწეობისთვის მას დახვრეტა მიუსაჯეს,
მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს განაჩენი გააუქმეს. მას
1918–1920 წლების სამოქალაქო ომის გმირის წოდება მიანიჭეს.
მასალის გამოყენების პირობები