ზესტაფონის #6 და #7 საჯარო სკოლების მოსწავლეები, ახალ
სასწავლო სემესტრს რეაბილიტირებულ შენობებში შეხვდნენ.
სკოლებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრული
რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ფონდის ეგიდით იმერეთის რეგიონში 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია
ხორციელდება და პროექტის შედეგად 10 000–მდე მოსწავლისთვის
გაუმჯობესდება სასწავლო გარემო.
სკოლების რეაბილიტაციას აშშ-ის მთავრობა აფინანსებს, რისთვისაც 140
მლნ დოლარი იხარჯება.
პროექტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 11 საჯარო სკოლის
რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით
რეაბილიტაცია 91 სკოლას ჩაუტარდება.
მასალის გამოყენების პირობები