ვის არ მივმართე, ვინ არ "შევაწუხე".
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, "რესპუბლიკური პარტის" წარმომადგენელი, ნატო ქათამაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოცემულ რეგლამენტს ეხმაურება, რომელიც 32.5 გრადუს ცელსიუსზე მუშაობის დაუშვებლობას ითავლიწინებს. გთავაზობთ, ნატო ქათამაძის განცხადებას, რომელიც მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააკეთა:
"მე რა ვქნა მე, შოთა მუღღულია, დავით დვალი... 45 გრადუსიან ოთახში მიწევს მუშაობა ქუთაისის საკრებულოში, სადაც არ მუშაობს კონდიციონერი და ერთ კვირაზე მეტია სუნთქვა ჭირს. ვის არ მივმართე, ვინ არ "შევაწუხე" და დღეს მეუბნებიან, რომ "შესყიდვებს" გამოაცხადებენ ახალი კონდიციონერის შესაძენად. არა და, ეს კონდიციონერი რომ შესაცვლელი იყო, უკვე 6 თვეა იცოდნენენ...
ასევე, უსარგებლოა პერსონალური კომპიუტერი, არ მაქვს ნორმალური პრინტერი (მე კიდევ არამიშავს, საკრებულოს ზოგიერთ წევრს, ამ დრომდე (უკვე ერთი წელია) არ აქვს კომპიუტერი, პრინტერი და საერთოდ მაგიდაც კი...) სულ პრობლემაა სასმელი წყალი. 2 კვირიანი "ხვეწნის" შემდეგ ძლივს ამოიტანეს... და საერთოდ, ბატონებო, როცა საკრებულოში პრემიებსა და დანამატებს არიგებთ და ბიუჯეტის ფულით სხვადასხვა სასაჩუქრე ნაკრებებს ყიდულობთ (თქვენივე ოთახების "გასალამაზებლად") და პირად კომფორტს იქმნით, იქნებ გაიხსენოთ, რომ ჩვენ სამუშაო პირობები გვინდა...
არ დამიწყოთ ახლა, "აქ" რატომ წერ და მათ პირადად არ ეუბნებიო... ვეუბნები, ვეუბნები, ვეუბნები... მაგრამ ესმის ვინმეს?" - წერს საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ნატო ქათამაძე.
მასალის გამოყენების პირობები