ახალი ამბები
„ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა“ - აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში თეთრ ხიდზე საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრების დაჯარიმება გააპროტესტეს.

"ევროპა ჩვენი სახლიას" წევრებმა სტიკერები წარწერით "სახიფათოა" თეთრ ხიდზე რამდენი კვირის წინ გააკრეს. აღნიშნული ქმედება მერიის მხრიდან ქალაქის იერსახის დამახინჯებად შეფასდა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 150-ე მუხლის საფუძველზე წევრებს 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციას სტიკერების გაკვრის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდათრ რაც ახლადრეაბილიტირებულ ხიდზე მინის საფარი დაზიანდა.

"ეს იყო ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი, რომ თანაქალაქელები გაგვეფრთხილებინა საფრთხის შესახებ. მერიიდან სამი კვირის განმავლობაში ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე უხიფათოა თუ არა მინის საფარზე გადავლა. ამიტომ თავდა გადავწყვიტეთ ადამიანების გაფრთხილება, რაც მერიის მხრიდან შეფასდა როგორც იერსახის დამახინჯება", - აღნიშნა ევროპა ჩვენი სახლიას წარმომადგენელმა გია გოქაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლებმა მერიის ჯარიმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასეს
"ყველა ის ადამიანი ვინც რაღაცას აპროტესტებს ქალაქში შეუძლიათ დააჯარიმონ ჯერ 500 ,მერე 1000, მერე ალბათ დააპატიმრონ და ა.შ. ეს არის სიტყვის თავიუიფლების შეზღუდვის მცდელობა", - ამბობს გია გოქაძე.

აქციის მონაწილეების თქმით, ხიდები არ არის იმ ჩამონათვალში რომელზეც არ შეიძლება რაიმე გამოხატვის რაიმე პროდუქტის განთავსება, მითუმეტეს მცირე ზომის სტიკერი იერსახის დამრღვევი ვერაფრით გახდებოდა.

" საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქუთაისში სიტვისა დ ა გამოხატვის თავიუიფლების ასეთი უხეში შეზღუდვის მცდელობა ჯერ არ ყოფილა. ეს არის მცდელობა ლაგამი ამოსდონ მერიის მიერ უხეირო საქმეების ყველა კრიტიკოსს", - აღნიშნა ორგანიზიცია ლიბერალური კლუბის წევრმა გოჩა ჩხეტიამ.

ქუთაისის მერიამ ხიდის რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი გამოყო. სამუშაოები "ალმა რუსმა"შეასრულა, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ.

მერიასა და კომპნიას შორის ხელშეკრულება გასული წლის 24 მაისს 435 997 ლარზე გაფორმდა. მერიაში განმარტავენ, რომ კომპანიას 290 000 ლარამდე დაერიცხა. აქედან, 180 000 ლარი სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო უკან უნდა დააბრუნოს.

"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 ივნისს დაიწყო და 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ხუთვიანი ლოდინის შემდეგ ხიდი 3 ნოემბერს გაიხსნა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.