შინაგან საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო სტანდარტების
დნმ-ლაბორატორია შეიქმნება.
ცვლილება საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში
იგეგმება.
ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელი იქნება დანაშაულის ადგილიდან
ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების დროული და მაღალი ხარისხის
ექსპერტიზის დასკვნების მომზადება.
ლაბორატორიისთვის შსს სამხარაულის ექსპერტიზის მონაცემთა ბაზებს
გამოიყენებს, ასევე, მათ საჭირო ნიმუშებით შევსებაშიც დაეხმარება.
დნმ ლაბორატორია 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები