ახალი ამბები
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსებში, ბუნებრივი აირის საფრთხის შემცველ მილებს გამოცვლიან
FaceBook
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას ინიციატივით, ქალაქში არსებული ყველა კორპუსი შემოწმდება და ეტაპობრივად დაიწყება, შესაძლო საფრთხის შემცველი ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილების შეცვლა.

ქუთაისის მერი სულხან-საბას 21ა კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით ადგილობრივებს, კორპუსის გარე ფასადზე მიმაგრებული ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები პრობლემებს უქმნით.

ქალაქის მერმა ადგილზე, სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები მიიყვანა და მათთან ერთად გაიარა ყველა დეტალი, რაც შესაძლოა მალევე გამოსწორდეს და მოსახლეობამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.

" სოკარის“ წარმომადგენელთან ერთად მოვედით ადგილზე, აქ არის ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები , რომელიც 2003-2005 წლებშია შეყვანილი. აღნიშნული პრობლემა აღმოსაფხვრელია. დღეს გავეცით დავალება და ქალაქის მასშტაბით ყველა კორპუსი შემოწმდება, შემდეგ ერთიან სიას გადავცემთ „სოკარს“. ისინი ეტაპობრივად დაიწყებენ პოლიეთილენის მილების შეცვლას. მიუხედავად იმისა, რომ როგორც „სოკარის“ წარმომადგენლები ამბობენ, დღეს ის უსაფრთხოა, მომავალში შეიძლება პრობლემა შეუქმნას მოსახლეობას"- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

16 იანვარს დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ  ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი 4 წლის ბიჭია.

დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთაგან 6 ბავშვია. ისინი იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.

კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, ევაკუირებულია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.