17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გუშინ, თბილისში დატრიალებული
ტრაგედიის გამო მიიღო. ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ
შენობაზე, მათ შორის ქუთაისში, დაუშვეს საქართველოს სახელმწიფო
დროშა.
16 იანვარს დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი
აფეთქებისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი 4 წლის ბიჭია.
დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთაგან 6 ბავშვია. ისინი იაშვილის
სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.
კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, ევაკუირებულია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები