გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
"ბოლო ორ კვირაში გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია,
თუმცა ეს არ გვაძლევს საბაბს, ძალისხმევა შევასუსტოთ", -
განაცხადა მინისტრმა.
დავით სერგეენკომ გრიპის მართვის მიმართულებით გატარებული
ღონისძიებები შეაჯამა. მისი განმარტებით, 400 ერთეულით არის
შემცირებული სასწრაფოს გამოძახებებიც.
რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, 5 იანვრიდან დღემდე
სამედიცინო მომსახურება 4000-მდე პაციენტს გაეწია. კვლავ 24/7-ზე
რეჟიმში მუშაობს 5 ამბულატორია თბილისში.
ბოლო 3 დღის განმავლობაში ანტივირუსული მედიკამენტი "ტამიფლუ" უფასოდ
1600-მდე პაციენტმა მიიღო. ბენეფიციარები პრეპარატს
სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის, ხოლო საოჯახო მედიცინისა და
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში - ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ ფორმა #100-ის წარდგენის შემთხვევაში მიიღებენ.
მედიკამენტების სააფთიაქო ქსელებში განაწილების შესახებ ინფორმაცია
კი,
სამინისტროს ცხელ ხაზზეა (1505) ხელმისაწვდომი.
სეზონური გრიპის თემაზე გამართულ გაფართოებულ თათბირს 112-ის და
თბილისის მერიის, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო
ქსელების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები