ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სილამაზის სალონი
დაიწვა.
ცეცხლი გამთენიისას გაჩნდა, რომლის შედეგად განადგურებულია 60 კვ
მეტრი ფართი.
ხანძარი სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლებმა მალევე ჩააქვრეს, რადგან
სალონის თავზე არსებულ კორპუსზე ცეცხლის გადადების საფრთხე
არსებობდა.
"გამოძახება დაფიქსირებულია დილის 3 საათსა და 49 წუთზე.
გამოძახებიდან ბრიგადა ადგილზე სამ წუთში მივიდა და ხანძარიც
ლოკალიზდა," – განმარტავენ სახანძრო–სამაშველო სამსახურის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
დაუდგენელია სილამაზის სალონში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი
მიზეზი.
მასალის გამოყენების პირობები