გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთსა და მათ შორის
დასავლეთ საქართველოში 14 და 15 იანვარს თბილი, უნალექო ამინდია
მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით,
დაახლოებით, 11-16
0 იქნება, ღამით 1-6.
"ხვალ დღის მეორე ნახევრიდან საღამოს საათებში ზემო იმერეთსა და
კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება და
იქროლებს 20-დან 25 მეტრ წამამდე. ქარი 16 იანვრამდე შენარჩუნდება და
უმეტეს რაიონებში გაწვიმდება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს
მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო
გვაზავა.
ცივი ამინდი 18 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება. 19-დან
კი გამოიდარებს. უნალექო ამინდი 21 იანვრამდე შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები