11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე შსს-სა და პროკურატურის
თანამშრომლებს შორის ინციდენტი მოხდა.
გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის
შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა
ინსპექციამ. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ
სამსახურეობრივი უფლებამოსილება.
"გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის
გადაცდომას ადგილი. ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული
ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან
საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი
რეაგირება", - აცხადებენ შსს-ში.
მასალის გამოყენების პირობები