"მწერალთა სახლის" შენობაში, სადაც კომპანია
მ2 სასტუმრო "რადას" აშენებს, დემონტაჟის სამუშაოები
დაწყებულია.
ქუთაისის მერიამ შენობა აუქციონზე გასულ წელს გაყიდა. აუქციონის
პირობების თანახმად, კომპანიამ 120 ნომრიანი სასტუმრო 2250 კვ.მ
ტერიტორიაზე უნდა ააშენოს. დარჩენილ ნაწილში კი, რაც 350 კვ.მ–ს
შეადგენს, მწერლებისთვის და ხელოვანი ადამიანებისთვის
ახალი შენობა უნდა ააგოს და კვლავ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დააბრუნოს.
განახლებული "მწერალთა სახლი" სამსართულიანი იქნება და მას
დამოუკიდებელი შესასვლელი ექნება.
მშენებლობა 2 წელიწადში უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება "მწერალთა სახლის" ეზოში მდებარე ლადო ასათიანის ძეგლს,
იგი ამ დროისთვის შეფუთულია. როგორც ადგილზე დასაქმებულები ამბობენ,
უსაფრთხოების მიზნით, ძეგლი ამ მდგომარეობაში მშენებლობის
დასრულებამდე შეინახება.
მასალის გამოყენების პირობები