ახალი ამბები
„თუ მერის იმპიჩმენტს არ მოითხოვენ, საკრებულოს სხდომას ჩავშლით“ – ხარაგაულის ოპოზიცია
FaceBook
ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია "ძალა ერთობაშია" მერის, ნიკოლოზ თოფურიძის იმპიჩმენტს ითხოვს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ,  თორნიკე ავალიშვილმა პრესკლუბ "მედიარუმში" განაცხადა, ხარაგაულის მერი დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს და ის თანამდებობიდან უნდა წავიდეს.

თორნიკე ავალიშვილის თქმით, თუ საკრებულო მერის გადაყენების მიზნით რიგგარეშე სხდომას არ მოიწვევს, ის მორიგ სხდომას ჩაშლის.

"თუ არ მოიწვევენ რიგგარეშე სხდომას და არ მოითხოვენ ნიკოლოზ თოფურიძის იმპიჩმენტს, მორიგი სხდომის ჩატარების საშუალებას არ მივცემთ. აუცილებლად ჩავშლით სხდომას. თუ ნამდვილია ეს დაპირისპირება და არ არის დადგმული სპექტაკლი, მოიწვიონ სხდომა და გადააყენონ მერი", – ამბობს თორნკე ავალიშვილი.

მისი თქმით, მერსა და საკრებულოს უმრავლესობას შორის დაპირისპირება რეალურად არსებობს, თუმცა, უმრავლესობის დეპუტატები დამოუკიდებლად იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებენ.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ხარაგაულში პრობლემები ადრეც იყო, თუმცა, დეპუტატები მხოლოდ ახლა ალაპარაკდნენ ამაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ შორის პიროვნული კონფლიქტია.

უთანხმოების მიზეზად თორნიკე ავალიშვილი ძალაუფლების გადანაწილებას ასახელებს. მისი თქმით,  მერს მისივე თანაგუნდელები  მუნიციპალიტეტში კადრების დანიშვნის გამო დაუპირისპირდნენ. 

ამავე თემაზე:



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.