2015 წლის იანვარ-ივნისში ოჯახური ძალადობის 600-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული იანვარ-ივნისის დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით ოჯახური ძალადობის მუხლით 566 დანაშაული იქნა ჩადენილი, რაც 323-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით. 2014 წელის იანვარ თებერვალში სულ რეგისტირებული იქნა 243 დანაშაული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, დანაშაულის გაზრდის პროცენტული მაჩვენებელი 132.92%-ს შეადგენს.
სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წელს ოჯახური ძალადობის მუხლით რეგისტრირებული დანაშაულიდან გახსნილია 409, ხოლო დანაშაულის გახნის პროცენტული მაჩვენებელი 72,26%-ია.
შსს სტატისტიკის მიხედვით, სულ, 2015 წლის იანვარ-ივნისის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 17434 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 9772 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.05%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.93%.
მასალის გამოყენების პირობები