ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში H1N1 ვირუსით ახალგაზრდა
მამაკაცი გარდაიცვალა.
სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურში ამბობენ, რომ ლაბორატორული კვლევებით
დადასტურებულია, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი
გახდა.
როგორც "ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
უფროსი, გიორგი ნიორაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, მამაკაცმა
სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა. მას კლინიკაში
შეყვანის მომენტში სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა, რის
გამოც გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, თუმცა, ჩატარებული
მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პაციენტი გუშინ ღამით გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები