2018 წლის დეკემბერში ქუთაისის მერიაში დანამატისა და ჯილდოს სახით
222 068 ლარი გაიცა.
ამ ოდენობის თანხა მერიაში დასაქმებულმა 231 თანამშრომლმა
მიიღო.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული დანამატები და ჯილდოები
შეფასებების მიხედვით იმ თანამშრომლებმა მიიღეს, რომლებმაც მაღალი
შეფასება დაიმსახურეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, დანამატი ქალაქის
მერს, გიორგი ჭიღვარიას არ აუღია.
მასალის გამოყენების პირობები