ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში
სპეციალისტის პოზიციაზე ჟურნალისტი, ლევან ფანცხავა დაინიშნა.
როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ლევან ფანცხავა
ხელშეკრულების საფუძველზე, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანეს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ახლა ხუთი თანამშრომელი
იმუშავებს.
ქუთაისის მერიაში ერთი თვეა რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რომელიც
თებერვალში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები