ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელად მაია ცქიტიშვილი დაინიშნა.
როგორც ქუთაისიპოსტს განათლების, მეცნიერების კულტურისა და
სპორტის სამინისტროში განუცხადეს, მაია ცქიტიშვილი მინისტრის
წარდგინებით მას შემდეგ დაინიშნა, რაც რესურსცენტრის ახალი
ხელმძღვანელის შესარჩევად
გამოცხადებული კონკურსი ორჯერ ჩაიშალა.
ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ
გახდა, რაც მისი ყოფილი ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე, 2017 წლის
ოქტომბერში, რესურსცენტრში ჩატარებული შიდა აუდიტის დასკვნის
საფუძველზე,
თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები