ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე სახოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 65 წლის
მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევისას გარდაცვლილი სახლში ხანდაზმულ დედასთან ერთად
იმყოფებოდა. თუმცა ცეცხლი მეორე ოთახში არ გადასულა. დამწვარია
ორსართულიანი სახლის 30 კვ. მ ფართობი.
მეზობლების თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა.
გაჩენილი ხანძარი დილის შვიდ საათზე მეეზოვემ შეამჩნია.
"ცხედარი სრულად დამწვარია, ფერფლად იყო გადაქცეული. როგორც ჩანს
მთელი ღამე იყო ალი. დახურულ სივრცეში მოხდა ეს ყველაფერი.
შესაბამისად, ღამით ვერავინ ვერ შეამჩნევდა ალს", - ამბობს დაღუპულის
მეზობელი, თამარ ოქროჭელიძე.
მასალის გამოყენების პირობები