სამტრედიაში, "ელიტ-ელექტრონიქსიის" მაღაზიაში, სატვირთო ლიფტი
ჩავარდა.
თვითმხილეველების თქმით, ლიფტი მოულოდნელად მოწყდა და 21 წლის ბიჭს
დაეცა. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ახალგაზრდა
მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი კვლევები
უტარდება. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
მძიმეა.
მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 170– ე მუხლით არის აღძრული,
რაც უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა
ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები