9 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი თოვაა მოსალოდნელი მთიან და
მაღალმთიან ზონაში. იქნება ნისლი და ქარბუქი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფრომაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა
ნალექმა მთიან ზონებში, შესაძლოა, თოვლის ზვავების
ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
სააგენტოს ცნობით, 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი ზღვაზე.
მასალის გამოყენების პირობები