ანტივირუსული პრეპარატი "ტამიფლუ" მხოლოდ
ოთხ სააფთიაქო ქსელში იყიდება.
ვირუსის საწინააღმეგო პრეპარატი "ტამიფლუ", რომელიც გრიპის
სამკურნალოდ გამოიყენება – "პე-ეს-პეში", "ავერსში", "ჯი-პი-სისა" და
"ფარმადეპოში" გაიცემა.
სააფთიაქო ქსელებს "ტამიფლუ" სამინისტრომ თავისი მარაგიდან
გადასცა. ქალაქის მიხედვით, კონკრეტულად თუ რომელ ფილიალებში
იყიდება პრეპარატი, ამის გასაგებად მოქალაქეებმა ჯანდაცვის
სამინისტროს (1505) ან აფთიაქის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ.
ანტივირუსულ მედიკამენტ "ტამიფლუს" უფასოდ სოციალურად დაუცველი
მოქალაქეებისა და ორსულების გარდა , ბავშვები, ასაკით პენსიონერები,
გულსისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის
დაავადებების მქონე მოქალაქეებიც მიიღებენ.
პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ
მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და წარმოადგინონ
ექიმის დანიშნულება (ფორმა N100).
ტამიფლუ უჯრედში ვირუსის შეღწევადობას უშლის ხელს და მისი მიღება
გრიპის ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 48
საათის განმავლობაშია რეკომენდებული.
ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გრიპისა და
რესპირატორული ინფექციის, სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ
ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების
საფუძველზე დაიწყოს.
მასალის გამოყენების პირობები