თეთრ ხიდზე მინის საფარის დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიება ჯერ
არ დასრულებულა.
მომხდარიდან 10 დღის შემდეგაც არ არსებობს პასუხი იმაზე, მინა
დააზიანეს თუ ბზარების გაჩენის მიზეზი მისი უხარისხობა გახდა.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ მათი ეჭვი, იმის შესახებ, რომ შუშა
გარე ზემოქმედების შედეგად დაზიანდა, მყარია, თუმცა, რის საფუძველზე
კეთდება ეს განცხადება, თვითმმართველობაში არ განუმარტავთ.
"ეჭვები, რომლებიც ჩვენ თავიდანვე გამოვთქვით, რომ შესაძლოა, გარე
ზემოქმედების შედეგად ყოფილიყო დაზიანებული, არის მყარი, მაგრამ
განზრახ მოხდა ეს თუ გაუფრთხილებლობით, ამას გამოძიება დაადგენს", –
განაცხადა მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის
უფროსმა, ზვიად ჯავახიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამოღებულია
ვიდეოკამერების ჩანაწერები და მიმდინარეობს გამოძიება.
მომხდარზე საქმე 187–ე მუხლითაა აღძრული, რაც სხვისი ნივთის
დაზიანებას გულისხმობს.
თეთრი ხიდი 3 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, მალევე ხიდზე ლითონის
ფილები დაზიანდა, 10 დღის წინ კი შუშა დაიბზარა.
ქუთაისის მერიამ კომპანია "ალმა რუსს", რომელმაც ხიდს რეაბილიტაცია
ჩაუტარა, ხელშეკრულება გაუწყვიტა.
ამავე
თემაზე:
როგორი
უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი
განახლებული
თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)
თეთრ
ხიდზე თეთრი ქვები მიიტანეს
თეთრი ხიდიდან ქვები
აიღეს
სად წაიღეს თეთრ ხიდზე მიტანილი 13 ქვა
ქუთაისის
მერია კომპანიისგან, რომელმაც თეთრ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა, 189
000 ლარს ითხოვს
მასალის გამოყენების პირობები