ახალი ამბები
ქუთაისის მერია კომპანიისგან, რომელმაც თეთრ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა, 189 000 ლარს ითხოვს
FaceBook
ქუთაისის მერია კომპანია "ალმა რუსის" წინააღმდეგ, რომელმაც თეთრ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა, სარჩელს ამზადებს.
მერია კომპანიას სამუშაოს ვადების დარღვევასა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას ედავება. მათ შორის, საუბარია 9 მსუბუქ, ჩამოსაჯდომის ფუნქციის მქონე დეკორაციაზე, რომელიც ხიდზე უნდა განთავსებულიყო, რაც კომპანიისთვის სამუშაოების ვადისა და ხელშეკრულების თანხის 23 000 ლარით გაზრდის მიუხედავად, ამ დრომდე არ გაკეთებულა.

მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძის თქმით, "ალმა რუსის" მიმართ ჯარიმის რაოდენობა 189 000–მდე  ლარს შეადგენს.

კომპანიასთან გაწვეტილია ხელშეკრულებაც. ხიდზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად კი ქუთაისის მერია განმეორებითი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.

ბრალდებებს არ ეთანხმება "ალმა რუსის" დირექტორი, მერაბ გაბუნია. მისი თქმით, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მერია გარანტიის სახით ისედაც იტოვებს თანხის 2.5% და შეეძლო ხარვეზების გამოსწორება ამ თანხის ფარგლებში დაევალებინა. მერაბ გაბუნია არც განმეორებითი ტენდერის გამოცხადებას ეთანხმება და ამბობს, რომ ამ სამუშაოების შესრულება მის კომპანიასაც შეეძლო.

"სამუშაოების 95% რომ შესრულებულია, ხელშეკრულება რატომ უნდა შეწყვიტო? მე ვერ აღმოვფხვრიდი ხარვეზებს? ამისთვის აცხადებენ ტენდერს? თუ სადმე ჟანგი გამოვიდა, გადავფხიკავდი და გავაკეთებდი მე უფულოდ. ხარვეზები არ იქნებაო ამას არავინ  ამბობს, მაგრამ მერია იტოვებს ამისთვის 2.5%–ს თანხიდან. ამის გარდა, როდესაც ხელშეკრულება დასრულდებოდა, 10 წელი პასუხისმგებელი ვიყავი ხიდზე",– ამბობს მერაბ გაბუნია.

მთავარ სასამართლო დავამდე, "ალმა რუსს" , ქუთაისის მერიისთვის, სავარაუდოდ, 2000 ლარის გადახდაც მოუწევს. მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა, კომპანია, ხიდზე თეთრი ქვების მიტანის გამო დააჯარიმა. მაშინ  მერია აცხადებდა, რომ კომპანიისთვის მსგავსი დავალება არ მიუცია, თავად "ალმა რუსში" კი ამბობდნენ, რომ მათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულეს.

გადაიხდის თუ არა ხიდზე ქვების მიტანის გამო "ალმა რუსი" ჯარიმას, ეს, სავარაუდოდ, 9 იანვარს გაირკევევა, როცა, მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

რეაბილიტირებული თეთრი ხიდი 3 ნოემბერს გაიხსნა. გარდა იმისა, რომ ხიდის ახალი იერსახე საზოგადოების უმრავლესობას არ მოეწონა, გახსნიდან ორ დღეში ხიდზე ლითონის ფილები აძვრა.

მოგვიანებით, ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა, რომ ხარვეზების გამოსასწორებლად ტენდერი განმეორებით უნდა გამოცხადდეს.

რამდენიმე დღის წინ ხიდზე შუშაც დაზიანდა, თუმცა, ამ დრომდე დაუდგენელია რა გახდა ამის მიზეზი.


ამავე თემაზე:

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი

განახლებული თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)

თეთრ ხიდზე თეთრი ქვები მიიტანეს

თეთრი ხიდიდან ქვები აიღეს

სად წაიღეს თეთრ ხიდზე მიტანილი 13 ქვა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.