გრიპის ვირუსის გამო, რომლითც უკვე 10 ადამიანი გარდაიცვალა,
შესაძლოა, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კვირის ბოლომდე
მოხდება დინამიკაზე დაკვირვება, რის შედეგადაც მიღებული იქნება
გადაწყვეტილება საჭიროა თუ არა სწავლის დაწყების თარიღის
გადადება.
საჯარო სკლებში სასწავლო პროცესი 14 იანვარს უნდა განახლდეს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მიმიდნარე
კვირიდან ლაბორატორიულად დადასრტურებული შემთხვევების რაოდენობამ
იკლო, თუმცა, კვლავ მაღალია სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა
მიმართვიანობა.
გრიპის ვირუსი საქართველოში 160–ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. მათ შორის
არის H1N1 ე.წ. ღორის გრიპი. ფატალური შემთხვევების მიზეზი,
ძირითადად, სამედიცინო დაწესებულებებისთვის დაგვიანებული
მიმართვიანობაა.
მასალის გამოყენების პირობები