"როგორც ვიცით, ეკლესიას აშენებენ. აქვე ცხოვრობს მამაო და ეტყობა მას უშენებენ. სამუშაოები სამი- ოთხი თვის წინ დაიწყო".
ქუთაისში, მუხრანის დასახლებაში ეკლესიის მშენებლობა დაწყებულია. ტაძრის მშენებლობის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ძირი ხე არის მოჭრილი.
"როგორც ვიცით, ეკლესიას აშენებენ. აქვე ცხოვრობს მამაო და ეტყობა მას უშენებენ. სამუშაოები სამი- ოთხი თვის წინ დაიწყო", - განმარტავენ ადგილობრივი მცხოვრებლები.
ქუთაისის მერიამ, მუხრანის დასახლებაში ეკლესიის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი საპატარიარქოს
საკუთრებაში გასულ წელს გადასცა. აღნიშნულ ადგილას ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მშენებლობაა დაგეგმილი.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ მიწის ნაკვეთი 2014 წლის ნოემბერში აკურთხა. სადაც, აღნიშნა რომ მუხრანის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც ეკლესია უნდა აშენდეს სოციალურად დაუცველებისთვის
თონესაც მოაწყობდა. თუმცა, ადგილობრივები განმარტავენ, რომ თონე სავარაუდოდ ეკლესიის მშენებლობაზე დასაქმებული მუშებისთვის სჭირდებათ.
მასალის გამოყენების პირობები