ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჭირისუფალმა მიცვალებული ვერ იცნო.
შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, 31 დეკემბერს ღამით, საავადმყოფოს
რეანიმაციულ განყოფილებაში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.
"პატრონმა წაიყვანა თავისი მიცვალებული და ცოტა ხნის შემდეგ დარეკა,
რომ ექიმებს შეშლიათ ცხედარი და უკან მოჰყავდათ. საავადმყოფოში ყველა
შეშფოთდა და "დამნაშავეს" დაუწყეს ძებნა. თუმცა, ოდნავ მოგვიანებით
ჭირისუფლმა ისევ დარეკა და მოიბოდიშა რომ მიცვალებული ნამდვალდ მათი
ახლობელი იყო და თავდაპირველად ვერ იცნეს", – განუმარტეს
ქუთაისიპოსტს.
მასალის გამოყენების პირობები