2019 წლის პირველი ქუთაისელი პირველ იანვარს 00.05 საათზე დაიბადა.
ახალშობილი თომა ჯალაღანიაა, რომელიც ქუთაისის #3 სამშობიარო სახლში
დაიბადა. იმავე დღეს ქალაქის სხვადასხვა სამშობიაროში სულ 8 ბავშვი
დაიბადა. ახალშობილი თომა ჯალაღანია და დედა ნათია ჯაბუა ქუთაისის
მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოინახულა.
ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით ყველა ვინც პირველ იანვარს დაიბადა
გარკვეულ თანხას მიიღებს. ამისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 5 000 ლარია
გათვალისწინებული. აღნიშნული თანხა თითოეულ მათგანზე თანაბრად
გადანაწილდება.
მასალის გამოყენების პირობები