პირველი იანვრიდან სახელმწიფო
პენსია 20 ლარით გაიზრდება.
საქართველოს პენსიონერები ყოველთვიურად, 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს
მიიღებს. ცვლილებას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.
წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1.925 მილიარდი ლარია
გათვალისწინებული. 2018-ში კი ამ კუთხით დაფინანსება 1.7 მილიარდ ლარს
შეადგენდა. საქართველოში პენსია 180 ლარამდე 2016 წლის ივლისიდან
გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები