"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისში 2018 წელი შეაფასა.
როგორც პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ
პრესკლუბ "მედიარუმში" განაცხადა, ქუთაისისთვის 2018 წელი
კატასტროფული იყო. ქალაქმა დაკარგა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი და
შესაბამისად, განვითარების პერსპექტივა.
"ქუთაისისთვის 2018 წელი იყო კატასტროფული. ხელისუფლებამ
პარლამენტი წაართვა ქალაქს და ამით დაუკარგა განვითარების
პერსპექტივა. ამან უკვე მოიტანა შედეგი და ქუთაისი აღარ არის მესამე
ქალაქი. პარლამენტის ნაცვლად კი გვთავაზობენ ტექნოლოგიურ
უნივერსიტეტს, სადაც ჯერ ისევ ბაყაყების ხმა ისმის", – განაცხადა გიგა
შუშანიამ.
შუშანიამ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაც შეაფასა და
განაცხადა, რომ მერიამ დაანონსებული პროექტების 90%
ვერ შეასრულა.
2018 წლის 8 მთავარი
მოვლენა ქუთაისში ნახეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები