საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის მერია დღეს, პიანისტ
დათუნა ალადაშვილს უმასპინძლებს.
კონცერტი თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიზე იყო დაგეგმილი,
თუმცა, სავარაუდოდ,
მინის დაზიანების გამო ის თიბისი 17:00 საათზე,
გალერიში გაიმართება.
დათუნა ალადაშვილმა პირველად კონცერტი ქუთაისში, ზაფხულში მუსიკალური
ტურნე "პიანინოს" ფარგლებში გამართა.
მან 11 წლის ასაკში დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა. 15 წლის ასაკში
მიიღეს თბილისის სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში, 2007 წელს ალადაშვილი
გადავიდა ნიუ-იორკში და შევიდა ჯულიარდის სკოლაში მუსიკის
მოსამზადებელ განყოფილებაზე, სადაც მას ასწავლიდა ვიქტორი მუშკატკოლი.
ბოლო პედაგოგი ჯულიარდის სკოლაში იყო ჯერომ ლოვენტალი და მატი
რაეკალიო. 2012წელს ალადაშვილმა დაამთავრა ჯულიარდის სკოლა ბაკალავრის
დიპლომით. მუსიკოსს მონაწილეობა მიღებული აქვს უამრავ ფესტივალში. მათ
შორის ვლადიმერ ნილსენის ფორტეპიანოს ფესტივალი სეგ-ჰარბორში
(ნიუ-იორკის შტატი, აშშ) 2008/2009 წლებში და ზალცბურგის საერთაშორისო
საზაფხულო აკადემიაში-2011/2013 წლებში.
დავით ალადაშვილს პრესა უწოდებს "ემოციური ვირტუოზი,დაბადებული
სცენისთვის". პიანისტი არაერთხელ გამხდარა მრავალი კონკურსისა და
ფესტივალის ლაურეატი.
მერიის მიერ დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების პროგრამა
ნახეთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები