საქველმოქმედო–საახალწლო ბაზრობა ქუთაისში 29 დეკემბერს 13:00
საათზე გაიმართება.
ორგანიზატორების თქმით, მონპლეზირის თაღთან
მოეწყობა. საქველმოქმედო ბაზრობაზე ტკბილეული, ხელნაკეთი ნივთები
და ნახატები გაიყიდება.
ღონისძიების ორგანიზატორები ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრი
,,ღია სახლი" და ლიტერატურულ კლუბი ,,წიგნების თაობა"
წარმომადგენლები არიან.
მათი ინფორმაციით, საქველმოქმედო ბაზრობაში მონაწილეობას იღებს
ქუთაისში რეგისტრირებული საჯარო და კერძო სკოლები, ბაღები და სხვა
საჯარო კერძო ორგანიზაციები.
"საქველმოქმედო ბაზრობის მიზანია ქუთაისში აუტისტური სპექტრის მქონე
ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სენსორული ოთახით სარგებლობა.
ამიტომ ქველმოქმედებიდან მიღებული თანხით სწორედ ასეთი ოთახი
გაკეთდება," – ამბობს "ღია სახლის" დირექტორი ნანა კილაძე.
მისივე ინფორმაციით, საქველმოქმედო ბაზრობაში ნებისმიერ მსურველს
შეუძლია ჩართვა.
მასალის გამოყენების პირობები